თურქეთის მთავრობამ მიწისძვრით მიყენებული ფინანსური ზარალი დათვალა
თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა სამინისტროს კოორდინაციით, სტრატეგიისა და ბიუჯეტის დეპარტამენტმა მიწისძვრის ზემოქმედების ანგარიში მოამზადა.
ანგარიშის თანახმად, მიწისძვრების ეკონომიკური ზარალი შეფასებულია 2 ტრილიონ ლირად, რაც 2023 წელს მოსალოდნელი ეროვნული შემოსავლის 9%-ს შეესაბამება.
„მიწისძვრის ზარალი 2 ტრილიონი ლირაა (105 მილიარდ 280 მილიონი დოლარი). ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს დაახლოებით 6-ჯერ მეტი ზარალი და დანაკარგი, ვიდრე 1999 წელს მარმარილოს რეგიონში მომხდარი მიწისძვრის დროს“, - იუწყება ქვეყნის ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ტელეარხი TRT Haber.
7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები 6 თებერვალს ცხრა საათის ინტერვალით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, კაჰრამანმარას პროვინციაში მოხდა.
ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის 11 პროვინციასა და მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის სირიაში.
თურქეთის ხელისუფლებამ მიწისძვრას "საუკუნის კატასტროფა" უწოდა, ქვეყანაში სტიქიის მსხვერპლი 49 ათასზე მეტი ადამიანი გახდა.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ვარშავაში „თბილისობა“ გაიმართა
07.10.2026.11:55
თიბისის მხარდაჭერით, ვარშავაში 3 და 4 ოქტომბერს ჩატარებულმა „თბილისობამ“ ათასობით ქართველი ემიგრანტი, პოლონელი და საერთაშორისო სტუმარი გააერთიანა. „თბილისობა“, ვარშავაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ერთმანეთთან კავშირის გაცოცხლების სივრცედ იქცა. ღონისძიებამ სამშობლოსთან სიახლოვის განცდა შექმნა და ემოციური კავშირი კიდევ უფრო გაამყარა.
ვარშავაში გამართულ დღესასწაულზე, თიბისი სტუმრებს განსაკუთრებული გამოცდილებით და არაერთი სასიამოვნო სიურპრიზით, აქტივობით და საჩუქრებით დახვდა.
თიბისი ემიგრანტებისთვის საბანკო მომსახურებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს ხდის. მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, დისტანციურად, სწრაფად და უსაფრთხოდ ისარგებლონ მათ საჭიროებებზე მორგებული საბანკო სერვისებით - ანგარიშის გახსნა, ციფრული ბარათის აღება, იპოთეკური სესხით სარგებლობა, გზავნილის გაგზავნა და განაღდება, თანხის დაგროვება და სხვა საბანკო პროდუქტები.
თიბისისთვის ემიგრანტებთან კავშირი მხოლოდ საბანკო მომსახურებით არ შემოიფარგლება. ბანკი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც ქართველებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ერთმანეთთან და სამშობლოსთან აკავშირებს და ქართული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციას უწყობს ხელს.