დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადამიანები დროსა და ფულის ზოგავენ. კომფორტულ ავტოსერვისზე მოთხოვნა იზრდება - „ქარუ“

ადამიანები დროსა და ფულის ზოგავენ. კომფორტულ ავტოსერვისზე მოთხოვნა იზრდება - „ქარუ“

2023-03-02 12:30:13

„ქარუ“  სტარტაპია, რომელმაც ავტომფლობელებისთვის მომსახურების  განსხვავებული მოდელი შექმნა. ავტოსახელოსნოებში სიარულის ნაცვლად, მოქალაქეებს ავტომობილებთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში „ქარუს“ ავტოასისტენტები ეხმარებიან, რაც ადამიანებს დროისა და ფულის დაზოგვის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.

როგორც კომპანია „ქარუს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნიკა აბაშიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, მძღოლებს საშუალება აქვთ, ყველა საჭირო პროცესი მთლიანად ასისტენტებს გადააბარონ და მანქანა შეკეთებული დაიბრუნონ.

როგორც ნიკა აბაშიძე იხსენებს, სტარტაპისთვის იდეა გაჩნდა მოულოდნელად, ჰაერზე ვარჯიშისას და მაშინვე მიხვდა, რაც სურდა - იდეა უმოკლეს დროში განახორციელა.

„მივხვდი, რომ ცვლილების დრო იყო, რაღაც ახლის შექმნა, რაც მძღოლებს  კომფორტული მომსახურების საშუალებას მისცემდა და  პრობლემის მოგვარებას გაუადვილებდა. ამ ჩანაფიქრიდან რამდენიმე დღეში უკვე იდეა ხორცშესხმული იყო. თუმცა, მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, ვინაიდან მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე რთულია, განსაკუთრებით ავტოსერვისი, სადაც უამრავი დაბრკოლება შეიძლება შეგხვდეს.

მთავარი, რამაც წარმატება განაპირობა, სწორი მარკეტინგია. ჩვენს შემთხვევაში, გზავნილი სწორად მივიდა მომხმარებლამდე, მათ ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია გავხდით  და ხალხიც გამოგვყვა, გვენდო და დღემდე ასე მოვდივართ. ჩვენ უბრალოდ დამაკავშირებელი რგოლი ვართ, რომელიც ავტო-ასისტენტებსა  და მომხმარებლებს აერთიანებს", - ამბობს ნიკა აბაშიძე.

რაც შეეხება ტარიფებს, ავტოასისტენტის მომსახურების საფასური 30 ლარს შეადგენს.  მანქანის შეკეთება/შეღებვასთან დაკავშირებული ხარჯი ინდივიდუალურია და შესრულებული  სამუშაოს  მიხედვით განისაზღვრება.

ინვესტიციებთან დაკავშირებით ნიკა აბაშიძე ამბობს, რომ კომპანია საკუთარი სახსრებით დააფუძნა, შემდგომ ეტაპზე GITA-ს 650,000 – ლარიანი საგრანტო პროგრამის ფარგლებში სტარტაპმა „ქარუმ“  300,000 ლარი გრანტის სახით მიიღო, რაც განვითარებასა და ზრდაში მნიშვნელოვნად  დაეხმარა.

„ქარუ“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მე-18 სტარტაპია. დღეს მის ანგარიშზეა 50 000 კმაყოფილი მომხმარებელი.

გარდა ამისა, კომპანია 100 -ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და  მომსახურებას უწევს ავტომფლობელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები