დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ ბაზარზე თხევადი გაზი LPG გაძვირდა - მიზეზები

ადგილობრივ ბაზარზე თხევადი გაზი LPG გაძვირდა - მიზეზები

2023-05-01 16:00:22

ადგილობრივ ბაზარზე თხევადი გაზის დეფიციტია, რის გამოც ფასები მოულოდნელად 20%-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი ზოგიერთ კომპანიაში 50%-საც აღწევს.

გაზგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი თხევადი გაზი 1,49 ლარი ღირს, მანამდე კი ფასი 0,99 -დან 1,10 ლარამდე მერყეობდა.

„თხევადი გაზის ასოციაციის" ხელმძღვანელის ნიკა ხოფერიას თქმით, გაძვირება ლარსის გამშვებ პუნქტზე გადაზიდვების შეფერხებას უკავშირდება. კერძოდ, გასასვლელზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, რომელსაც, რუსული მხარე ახორციელებს.

„LPG საწვავი რამდენიმე გარემოების გამო გაძვირდა. მათ შორის თხევადი გაზი მომწოდებელმა მხარემ, რუსეთმა გაგვიძვირა და ეს ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. განსაკუთრებით გავლენა იქონია ლარსის გამშვებ პუნქტზე გადაზიდვებთან დაკავშირებით შექმნილმა ვითარებამ, რის გამოც საქართველოში თხევადი გაზი დეფიციტშია. რუსეთის მხარე დაბალი ტემპით მუშაობს. სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და დიდი რიგებია. შესაბამისად, რამდენიმე დღეა, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს რიგში უწევთ ყოფნა, ვერ შემოდის პროდუქტი და ამან გამოიწვია დეფიციტი. ფაქტობრივად ყველა პროდუქტზე ასეთი მოცემულობაა, რაც რუსეთიდან შემოდის. საქართველოს მხრიდან უნდა გავიდეს ცარიელი მანქანა, რომ დაიტვირთოს და შემოვიდეს.

კოლონა დგას თბილისის შემოსასვლელ გზაზეც, აქამდეც მოაღწია რიგმა. საბოლოოდ კი ფასი მკვეთრად შეიცვალა. LPG საშუალოდ 20%-ის ფარგლებშია გაძვირებული, ზოგიერთ კომპანიაში 50%-ითაც", - ამბობს ნიკა ხოფერია Business Insider Georgia- თან.

მისი ინფორმაციით, ტენდენცია ივლისის შუა რიცხვებიდან შეიცვლება. „სარემონტო სამუშაოებს რუსეთის მხარე დაასრულებს და შესაბამისად ვითარებაც დასტაბილურდება“.

ცნობისთვის, წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 11 ათას 600 ტონა ვ საწვავის იმპორტი განხორციელდა, რაც 5,4 ათასი ტონით ანუ 87,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოში LPG-ის იმპორტის 99,7% რუსეთის ფედერაციიდან ხორციელდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები