დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოვლინდა - ირაკლი ქარქაშაძე

აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოვლინდა - ირაკლი ქარქაშაძე

2023-05-05 10:00:33

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების  დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს, დევიდ ჰოფმანს უმასპინძლა.

აეროპორტის დათვალიერების შემდეგ ავიამიმართულებების განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, საერთაშორისო კონსულტანტმა იმუშავა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, USAID-თან ერთობლივმა კვლევამ აეროპორტების მიხედვით 5 საუკეთესო პოტენციური მიმართულება გამოავლინა.

„მადლობა მინდა გადავუხადო USAID Georgia-ს და მის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც მან საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის გასწია.

მათ გადაამზადეს და ტრენინგები ჩაუტარეს სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს თანამშრომლებს. ასევე, ერთობლივად ჩავატარეთ კვლევა აეროპორტების მიხედვით იმ პოტენციური მიმართულებების გამოსავლენად, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის, რამდენიმე ,,ბიზნეს ქეისი“ უკვე გამოვიყენეთ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად და აქედან რამდენიმე მიმართულება დადასტურდა. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს და მოქალაქეებს,-“განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს საავიაციო ბაზრის შეფასება, გამოვლინდა საუკეთესო პოტენციური 5 მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნეს შეთავაზებებს გაუკეთებს.

ანგარიში მოიცავდა საქართველოს ბაზრისთვის ხუთ კომერციულ შეთავაზებას, რომლებსაც განვითარების პოტენციალი აქვთ და რეალიზების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ.

„პირველად ვარ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და ნამდვილად მოხიბლული ვარ. ეს არის აეროპორტი, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულ და ეკომეგობრულ არაჩვეულებრივ დიზაინს. თქვენ გაქვთ არაჩვეულებრივი გამწვანებული ტერასა, ასევე გეგმავთ მზის პანელების მოწყობას. USAID-ი არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტებს. ჩვენ მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ აეროპორტების გაერთიანებასთან, რათა დავეხმაროთ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი გახდეს არამხოლოდ ადგილი, საიდანაც მგზავრი მიფრინავს, არამედ ვაქციოთ ის ტურიზმის, ეკონომიკის, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად. ასევე კულტურულ ჰაბად და შეხვედრების ადგილად. აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით  ჩვენ ველოდებით ეკონომიკური ზრდის ახალ საფეხურზე გადასვლას,-“ განაცხადა USAID Georgia-ს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ ჰოფმანმა.

პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი ბიზნეს შეთავაზებები მოიცავს: ლონდონი - თბილისის,  დელი-თბილისის,  ბრიუსელი-თბილისის;  სტამბული-ქუთაისის და ჯედა/რიადი  - ქუთაისის მიმართულებებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები