დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Air Astana-მ ალმათიდან ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო

Air Astana-მ ალმათიდან ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო

2023-06-03 08:00:11

ყაზახეთის ავიაკომპანია Air Astana-მ ბათუმის მიმართულებით სეზონური ფრენების განხორციელება დაიწყო. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში აცხადებენ, Air Astana-მ მიმდინარე ზაფხულის სეზონზე, ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე პირველი რეისი 2 ივნისს უკვე შეასრულა. ფრენები ბათუმსა და ალმათას შორის, Airbus A320/A321 საჰაერო ხომალდებით კვირაში 5-ჯერ შესრულდება. უფრო კონკრეტულად რეისები შესრულდება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები