დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგის შეთავაზება თეგეტა ეფრუვდის მომხმარებელს

ალდაგის შეთავაზება თეგეტა ეფრუვდის მომხმარებელს

2023-04-06 20:00:52

სადაზღვევო კომპანია ალდაგისა და თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორობის ფარგლებში, თეგეტა ეფრუვდისმომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ.

მომხმარებლები, რომლებიც ავტომობილს თეგეტა ეფრუვდში შეიძენენ, სადაზღვევო კომპანია ალდაგის ავტოდაზღვევის 10%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი საჩუქრად გადაეცემათ. შეთავაზებით სარგებლობა, 30 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.

თეგეტა ეფრუვდი, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიაა და მისი ძირითადი საქმიანობა ამერიკიდანმეორადი ავტომობილების ჩამოყვანა-რეალიზებაა. კომპანიის მიზანია ბაზარზე შექმნას მაღალი კლასის, ხარისხიანი და სანდო მომსახურება. მომხმარებლებს აქ დახვდებათ მაღალი ხარისხის, სრულყოფილადშემოწმებული ავტომობილები, რომლებსაც 1-დან 5 წლამდე გარანტია ექნებათ.

ალდაგის ავტო დაზღვევით სარგებლობა და ავტომობილის რისკებისგან დაცვა ნებისმიერ მძღოლს შეუძლია, იგი ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგის ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს  იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.

 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები