დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალდაგში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან

ალდაგში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან

2023-06-09 13:01:39

სადაზღვევო კომპანია ალდაგში, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ კახეთისა (ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი, ახმეტა, ლაგოდეხი) და ქართლის (გორი, ქარელი, დმანისი, ბოლნისი) რამდენიმე რეგიონი დააზიანა.

ალდაგში, მოსავლის დაზიანებასთან დაკავშირებით, 3000-მდე განაცხადი, სხვადასხვა კულტურაზე დაფიქსირდა. ალდაგის გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონში დამდგარი ზარალის შეფასებასა და კონპენსაციის უსწრაფესად გაცემაზე.

„კახეთსა და ქართლში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი საკმაოდ მასშტაბურია. ჩვენი გუნდი, როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ოფისებიდან, აქტიურად მუშაობს ზარალის აღწერაზე, შეფასებასა და ფერმერებთან ინდივიდუალური კომუნიკაციის შედეგად, ანაზღაურების უსწრაფესად გაცემაზე. მიმდინარე მონაცემებით, დაზიანებული ნაკვეთების ნახევარზე მეტი უკვე შემოწმებულია და სრული აღწერა რამდენიმე დღეში დასრულება,“ - აცხადებენ ალდაგში;

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში და ფერმერებს დაზღვევის საუკეთესოპირობებთან ერთად, ანაზღაურების უსწრაფეს სისტემას სთავაზობს.  

ალდაგი 2014 წლიდან ჩართულია აგრო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში, რაც ნიშნავს, სასურველიკულტურის დაზღვევა და სტიქიით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მომხმარებლებს 70%-იანი სუბსიდიითშეუძლიათ და ფერმერებს დაზღვევის რეალური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა უწევთ, რაცდაზღვევას საკმაოდ ხელმისაწვდომს ხდის.

ალდაგი ფერმერებს ისეთი კულტურების დაზღვევას სთავაზობს, როგორიცაა: ვაზი, მარცვლეული, პარკოსანი კულტურები, ბოსტნეული, ბაღჩეული, ხეხილი, კაკლოვანი კულტურები, სუბტროპიკულიკულტურები და ციტრუსი. დაზღვევა ისეთ გავრცელებულ რისკებს  ანაზღაურებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანიკულტურებისთვის);

 

უახლესი

32 წუთის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები