დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ალექსანდრე ძნელაძე  | ექნება თუ არა გავლენა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს საბანკო სექტორის ზედამხედველობაზე

ალექსანდრე ძნელაძე | ექნება თუ არა გავლენა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს საბანკო სექტორის ზედამხედველობაზე

2023-02-16 11:45:04

საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ძნელაძემ Business Insider Georgia-სთან „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები შეაფასა.

 

 

„ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, პრინციპულად კომერციული ბანკებთან მიმართებით ეროვნული ბანკის მიდგომა არ იცვლება. ანუ რეალობაში ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციული ბანკების ზედამხედველობის ნაწილში საბჭოს წევრების რაოდენობაც კი არ შეიცვალა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს აქვთ გადანაწილებული მიმართულებები და იგივე საკითხებს კურირებენ. უბრალოდ ერთ-ერთი ხდება პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ცვლის“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში პრინციპული მიდგომა და კომუნიკაცია ეროვნულ ბანკთან მიმართებით არ იცვლება და არც სხვა ფორმატში გადადის.

„ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ თუ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის ვადა ამოიწურა ან არ შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება, ამ შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას“, - აღნიშნავს ძნელაძე.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სებ-ის პრეზიდენტს, ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი და 2 ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.

პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ახალია და საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებამდე არ არსებობდა.

საგულისხმოა, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტების წარდგენის წესი იცვლება.

თუ სებ-ის პრეზიდენტი პირველი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას ვერ წარადგენს, საბჭოს არანაკლებ ორ წევრს შეუძლია მისი წარდგენა, რომელსაც საბჭო დაამტკიცებს.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს. მისი ავტორები და ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს ვადა 2 მარტს ეწურება და ამ დრომდე უცნობია, ვინ იქნება მისი შემცვლელი. 

ეროვნული ბანკის საბჭო საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.

ამ ეტაპზე საბჭოში 8 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: საბჭოს თავმჯდომარე, სებ-ის პრეზიდენტია, შესაბამისად, ამ თანამდებობას ამჟამად კობა გვენეტაძე იკავებს. საბჭოში არის სამი ვიცე-პრეზიდენტი: არჩილ მესტვირიშვილი, პაპუნა ლეჟავა და ნიკოლოზ გაგუა. ამასთან, ეროვნული ბანკის საბჭოში კიდევ 4 წევრია: ნათია თურნავა, რომელიც პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა გასული წლის 7 ივნისს აირჩია, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი და ეკატერინე გალდავა

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები