მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზები, შუა დერეფანში ტრანზიტის განვითარებისთვის ერთიანდებიან

news image
mbc image

საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზის კომპანიები ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR ) განვითარების მიზნით გაერთიანდნენ. შეთანხმების დეტალები ყაზახეთის რკინიგზამ გააჟღერა. . 

ყაზახეთის ეროვნული კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზასა და აზერბაიჯანის რკინიგზასთან ერთად იქმნება კომპანია Middle Corridor Multimodal Ltd, რომელის სათაო ოფისიც იქნება ასტანაში. ამის წყალობით კი სამი სარკინიგზო ოპერატორი პარიტეტულ საფუძველზე განავითარებს მულტიმოდალურ სერვისებს TITR -ზე.

„ერთობლივი საწარმო უზრუნველყოფს მომსახურებას ერთი ფანჯრის პრინციპით ტვირთების მიწოდებასა. ასვე  მულტიმოდალური სერვისის განვითარებისთვის განსაზღვრულ პოლიტიკას გარანტირებულად განახორციელებს, რათა გაიზარდოს ტვირთების ნაკადი ჩინეთი-ევროპა/თურქეთი-ჩინეთის მიმართულებით. “- აღნიშნა KTZ-მ.

ყაზახეთის რკინიგზის  ოპერატორის მოლოდინების მიხედვით, ერთობლივი საწარმოს მუშაობის გამო, TITR მარშრუტზე მოძრაობის მოცულობა გაიზრდება, რაც დადებითად აისახება თავად კომპანიის ფინანსურ და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

იმავდროულად, ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის პროგნოზით, საშუალოვადიან პერსპექტივაში, TITR-ის გასწვრივ ტრანზიტის მოცულობა შესაძლოა 5-ჯერ გაიზარდოს. ამისათვის უნდა გაძლიერდეს ურთიერთობები პარტნიორ ქვეყნებთან - ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, საქართველოსთან, თურქეთთან.

„აუცილებელია „ბახტის“ გადასასვლელზე ახალი მშრალი პორტის აშენება, აქტაუში საკონტეინერო კვანძის მშენებლობის დაჩქარება და შუა დერეფნის გასწვრივ შავ ზღვაზე პორტის შესაძლებლობების გაფართოება. ყაზახური ტერმინალების მშენებლობა ჩინურ სიანში და საქართველოში ფოთის პორტის გაფართოება უკვე დაწყებულია“, - განაცხადა ტოკაევმა.

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს TITR-ით ყაზახეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი 2021 წელთან შედარებით 6,6-ჯერ გაიზარდა. ყველაზე მეტად გაიზარდა ფერადი და შავი ლითონებისა და ქიმიური ტვირთების მიწოდება. იმპორტი გაზრდილია 83%-ით. გაიზარდა ქიმიური ტვირთის, ნავთობპროდუქტების, შავი ლითონებისა და საკვების ტვირთების მიწოდება.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინეთი ყაზახეთს ტრანზიტის განვითარებაში დაეხმარება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა