დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

2023-04-03 14:30:42

„ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე დაკავებულ ანზორ ლომიძეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მომხდარზე, ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას იყენებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე 28 წლის კაცი მალევე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კაცმა, რომელიც სასტუმროში სტუმრად იმყოფებოდა, ხანძარი გააჩინა, რაც სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე გავრცელდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები