დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ღირებულება გაიზარდა - Colliers Georgia

აპრილში თბილისში ბინების გაყიდვები შემცირდა, ღირებულება გაიზარდა - Colliers Georgia

2023-05-16 10:00:31

2023 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2,537 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 27%-იანი კლება დაფიქსირდა.

ბაზრის ზომა კი 22%-ით, 141 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა.

Colliers Georgia-ს უძრავი ქონების ვებგვერდზე განახლებული ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 31%-იანი კლება ფიქსირდება გასული წლის აპრილთან შედარებით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 18%-ით არის შემცირებული.

ამასთან, თბილისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ახალაშენებულ ეკონომ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 42%-ით შემცირდა, მედიუმ და პრემიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 9% და 2%-იანი კლება დაფიქსირდა.

თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ით გაიზარდა გარეუბნებსა და ფართო ცენტრში, ქალაქის ცენტრში კი 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 5%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი 1%-ით შემცირდა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები