დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არჩევანი ევროპაში შესვლა-არშესვლაზე კი არ არის - ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენაზეა - რესან ქიქავა

არჩევანი ევროპაში შესვლა-არშესვლაზე კი არ არის - ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენაზეა - რესან ქიქავა

2023-03-08 21:46:20

,,ექსპო ჯორჯიას" დირექტორი, რესან ქიქავა ე.წ. აგენტების კანონს და პარლამენტთნ განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება

„დემოკრატია არ არსებობს ოპოზიციური მედიის, ოპოზიციური არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციური საჯარო მოხელეების, ოპოზიციური საჯარო ინსტიტუტების და ა.შ. გარეშე.

ქართველ ხელისუფალთ, უახლესი ისტორიიდან, დემოკრატია არ უნდათ, არ ესმით, არ აწყობთ, არც მოსწონთ. ისე კეკლუცობს ყველა და საქმე-საქმეზე რომ მიდგება - დიქტატორებად იქცევიან. 

დღეს ვინც ვერ ხვდება, რომ რეალურად ერთერთი დემოკრატიული ინსტიტუტის ტოტალური კონტროლის ქვეშ აყვანა ხდება (უკვე მერამდენედ!), ის უბრალოდ ბრიყვია. ამიტომ არის ეს „რუსული კანონი", გალურჯებამდე რომ თარგმნოთ ინგლისურიდან - მაინც. დემოკრატიის გარეშე კიდე სად იქნება ჩვენი მომავალი - ყველას კარგად მოგვეხსენება.

ხოდა არჩევანი ევროპაში შესვლა-არშესვლაზე კი არ არის - ქვეყნის სუვერენიტეტის გადარჩენაზეა.

ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ "რუსთაველზე" ვიდგებით ყველა, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია. და ეს პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე“, - წერს რესან ქიქავა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები