დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
არის რისკი, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ჩაანაცვლონ - სოსო ბერიკაშვილი

არის რისკი, რომ რუსეთის მოქალაქეებმა, საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ჩაანაცვლონ - სოსო ბერიკაშვილი

2023-04-18 18:31:58

შრომის ბაზარზე კონკურენცია იზრდება. ამ მხრივ საქართველოს მოქალაქეებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ომის შემდეგ ჩამოვიდნენ და სამსახურს ეძებენ.

როგორც ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, იქ, სადაც რუსულენოვანი კადრი სჭირდებათ, ადგილობრივ მოსახლეობას რუსებთან კონკურენცია გაუჭირდება.

„რუსულენოვან მოქალაქეებს - რუსებს, ბელორუსებს და უკრაინელებს, ის უპირატესობა აქვთ, რომ საქართველოში ენობრივი ბარიერს არ განიცდიან. ზოგიერთი კომპანია, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, რომელიც რუსულენოვანი მოქალაქეების მომსახურებაზეა ორიენტირებული, ასეთ კადრზე უარს ვერ იტყვის.

აქედან გამომდინარე, ამ სექტორში დასაქმებულებსაც საკმაოდ მაღალი კონკურენცია ელოდებათ. რუსეთის მოქალაქეების დიდი ნაწილი IT ბაზარზე დასაქმდა, მაგრამ არიან ისეთები, რომლებსაც ბიზნესი არ აქვთ საქართველოში და დასაქმება სჭირდებათ. ცხადია, ეს ნაწილი ჩვენს შრომის ბაზართან კონკურენციაში შევა, ეს პრობლემა არის და სამომავლოდ უფრო გამწვავდება.

განსაკუთრებით, მაშინ თუ ქვეყანაში ახალი ტალღა შემოვა, ისინი ნაკლებშემოსავლიანები იქნებიან. რუსულენოვან კონტინგენტზე მომუშავე კომპანიებისთვის მათი დასაქმება გაცილებით ხელსაყრელია. ამიტომ დიდი რისკია, რომ ამ ხალხმა საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი ჩაანაცვლონ. ამ თვალსაზრისით, კონკურენცია პრობლემური იქნება", - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

ცნობილია, რომ საქართველოში რუსეთიდან მუშახელის მოზიდვის მაჩვნებელი, თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა. ამის შესახებ რეკრუტირების პორტალ HeadHunter-ის (hh.ru) მონაცემებშია ნათქვამი, რომელიც რეზიუმეებით დამსაქმებელთა პასუხების მიხედვით არის გაანალიზებული. ანგარიში სააგენტო RBC-მ მოიპოვა. რუსი მუშახელის მასობრივი მოზიდვის მხრივ საქართველო რეიტინგში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში 2023 წლის პირველ კვარტალში რუსი მუშახელის 9,3 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 160%-ით მეტია. მაშინ საქართველოში დასაქმება სულ 3,6 ათას რუსს სურდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები