დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

2023-05-01 18:42:51

ათასწლეულის ინოვაციის კონკურის 2023 ნახევარფინალის შედეგები ცნობილია. დამოუკიდებელმაჟიურიმ კონსენსუსის საფუძველზე, მეორე ეტაპზე გასული 24 გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვისთორმეტი გუნდი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, ქუთაისის, სენაკის,ბათუმის, ზუგდიდის, ახმეტის და მცხეთის სკოლებიდან. ფინალისტების შერჩევა, კონკურსისშეფასების კრიტერიუმების მიხედვით, ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზეგანხორციელდა.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება NASA-ში, აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო ბანაკში. მეორედა მესამე ადგილზე გასულ გუნდები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო STEM პროგრამებშიაშშ-სა და ევროპაში. ლიბერთის დაფინანსებით, მესამე ადგილზე გასული გუნდი, შვეიცარიაშიბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს მოინახულებს.

 

კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნისწახალისება. ფინალისტ გუნდებს ათასწლეულის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რომფინალისტმა გუნდებმა შეძლონ საკუთარი პროექტები კონკურსის ფინალზე დასრულებული სახითწარადგინონ. კონკურსის შედეგად, სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება საქართველოსმასშტაბით, რომლებიც საერთაშორისო STEM საზაფხულო ბანაკებში მიიღებენ მონაწილეობას,“ -  მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

 

ლიბერთისთვის  დიდი პატივია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პარტნიორობა. წარმატებული  ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის ღირებულებათა თანხვედრას ეფუძნებავფიქრობთგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო მიზანი  - ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს  ცოდნისმიღებასა  და  მომავლის პროფესიებისადმი დაინტერესებაში. ლიბერთის კორპორაციულისოციალური პასუხისმგებლობის მთავარი პრიორიტეტი  განათლების მხარდაჭერაა და მომავალშიკიდევ უფრო გავაძლიერებთ ნიჭიერი, სიახლეების მაძიებელი, რეგიონებში მცხოვრებიახალგაზრდების თანადგომასათასწლეულის ფონდის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ, საინტერესოახალგაზრდას აღმოვაჩენთ და დავუმეგობრდებით“ - თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციულისოციალური  პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები არიან:

Green Star | სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS; სკოლამერმისი“; თბილისისქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სენაკის წმშუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზია.

TerraTech | ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა; სენაკის წმშუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია; თბილისის N41 საჯარო სკოლა.

Halove | თბილისის N175 საჯარო სკოლა; მცხეთის საჯარო სკოლა N1.

ორიონი | თბილისის N199 საჯარო სკოლა; სკოლა-ლიცეუმ მწიგნობართუხუცესი; ბრიტანულ-ქართულიაკადემია; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS.

SHM | ბრიტანულ-ქართული აკადემია.

ქისათიბი | თბილისის N42 საჯარო სკოლა; სკოლა ორ ავნერი.

FSTF (From Seeable To Feelable) | თბილისის N199 საჯარო სკოლა.

Pleiades:re | თბილისის N199 საჯარო სკოლა.

Optical Visionaries | თბილისის N199 საჯარო სკოლა; გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია;ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.

Shieldify | რობერ შუმანის ევროპული სასწავლებელი; სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS;თბილისის N199 საჯარო სკოლა; თავისუფალი სკოლა.

EMENTI | ახმეტის N1 საჯარო სკოლა; თბილისის N59 საჯარო სკოლა.

HydroPro | ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი მეცხრე წელია ხორციელდება ათასწლეულის ფონდის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსისოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დალიბერთი ბანკი.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბითწარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით,თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვისხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

უახლესი

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები