დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანი საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტს იწყებს

აზერბაიჯანი საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტს იწყებს

2023-02-08 11:35:06

აზერბაიჯანული კომპანია „გლასიკა“ საქართველოში მინის ბოთლების ექსპორტს იწყებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საწყის ეტაპზე საქართველოში 3,5 ათასზე მეტი მინის ბოთლი გაიგზავნა.

Glassica CJSC, სუმგაიტის ქიმიური ინდუსტრიული პარკის რეზიდენტად 2020 წლის ივლისში დარეგისტრირდა.

კომპანია, HORN Glass Industries AG-ის ტექნოლოგიების გამოყენებით (გერმანული მინის დნობის ტექნოლოგიების სფეროში 125 წლიანი გამოცდილებით), სხვადასხვა ტიპის ფერად პროდუქტებს აწარმოებს.

გარდა შიდა გაყიდვებისა, კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის რუმინეთში, მოლდოვასა და საქართველოში Made In Azerbaijan ბრენდით. ამ ქვეყნებში უკვე 250 000-ზე მეტი ბოთლი გაიყიდა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები