დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აზერბაიჯანული Matanat-ი საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

აზერბაიჯანული Matanat-ი საქართველოში სამშენებლო მასალების წარმოების გაფართოებასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს

2023-04-28 18:08:12

აზერბაიჯანული კომპანია Matanat-ი, რომელიც სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოს ბაზარზე რამდენიმე წლის წინ შემოვიდა და ერთი წელია რაც საკუთარი წარმოებაც გახსნა.

Matanat-მ 3 მლნ დოლარზე მეტი ინვესტიციით, ხაშურში საკუთარი საწარმო გახსნა, სადაც ამ დროისათვის წებო-ცემენტს აწარმოებს, თუმცა მალე ასორტიმენტის გაფართოებასა და პროდუქციის ექსპორტზე გატანას აპირებს.

მშრალი სამშენებლო ნარევების მწარმოებელი ქარხანა დღეისათვის თვეში დაახლოებით 5 ათას ტონა წებო-ცემენტს აწარმოებს და გეგმავს რომ სიმძლავრე კიდევ უფრო გაზარდოს.

საწარმოში დღეისათვის 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება Matanat-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას, მისი შეძენა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო ჰიპერმარკეტსა თუ მარკეტშია შესაძლებელი.

ხოლო საქართველოში წარმოებული Matanat-ის წებო-ცემენტის დისტრიბუცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახლა იწყება და პროდუქტი მალე ყველა სამშენებლო მაღაზიაში გამოჩნდება.

კომპანია Matanat-ი თბილისში, ექსპო-ჯორჯიაში მიმდინარე სამშენებლო გამოფენა Caucasus Build-ში მონაწილეობს და იმედი აქვს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში ახალ პარტნიორებსაც მოიძიებს.

კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ იმპორტის პარალელურად, ადგილობრივი წარმოების გაფართოებასაც გეგმავს და 3 წლის განმავლობაში წარმოება სერიოზულ სიმძლავრეებზე გავა.

დღევანდელ გამოფენაზე კომპანია Matanat-მ წარმოადგინა პროდუქციის 2000-მდე ასორტიმენტი ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Matanat-ი, Shpak-ი, Rokol, Izokrist-ი.

ძირითადი პროდუქციის ჯგუფები მოიცავს თაბაშირზე დაფუძნებულ პლასტმასებს, თაბაშირ-მუყაოს, ფილების წებოს, საღებავების პროდუქტებს, ჰიდროსაიზოლაციო მასალებს.

„ჩვენ საქართველოში გამოფენა Caucasus Build-ში მონაწილეობის მიზნით ჩამოვედით. მინდა ყველას Matanat-ის სახელით მივესალმო. ჩვენი კომპანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 10-ზე მეტ საწარმოს ფლობს.

კომპანია Matanat-ი სხვადასხვა სახის სამშენებლო ნარევებს, საღებავებს, საიზოლაციო მასალებს და 2000-ზე მეტი სახეობის პროდუქციას აწარმოებს. საქართველოში უკვე გავხსენით საწარმო და ჩვენი მიზანია, რომ აქ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი დავიწყოთ.

გვინდა სამშენებლო და საბითუმო კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებზე, თანამშრომლობისკენ მოუწოდოთ. კომპანია Matanat-ისთვის მათთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. თუ პოტენციური დამკვეთები ეკოლოგიურად სუფთა, მდგრადი შენობების მშენებლობით დაინტერესდებიან, მაშინ კომპანია Matanat-ს სამშენებლო პროდუქციის ხარისხს უნდა გაეცნონ და მის უპირატესობაში თავად დარწმუნდნენ.

რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის ფასებს, საკმაოდ მისაღები ფასები გაქვს“, - განმარტავს აზერბაიჯანული კომპანია  Matanat-ის ​წარმომადგენელი შაჰანა სარი.

კომპანია Matanat-ი აზერბაიჯანში პირველი მწარმოებელია, რომელიც სამშენებლო შენარევებს ცემენტის, თაბაშირისა და სხვა მასალების საფუძველზე აწარმოებს. ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სიმძლავრეებისა და კონკურენტუნარიანობით ქვეყნის ეროვნულ კომპანიებს შორის წამყვანი ადგილი დიდი ხანია რაც უკავია.

საქართველოში Matanat-ის ძირითადი საიმპორტო პროდუქტებია: თაბაშირ-მუყაო, საბათქაშე მასალები,  ლაქ საღებავები, საიზოლაციო მასალები და ასე შემდეგ.

კომპანია საქართველოში იმპორტს უკვე მესამე წელია ახორციელებს და წლის განმავლობაში ამ კუთხით დაახლოებით 100%-იანი ზრდა აქვს.

Matanat-ისთვის საქართველოს ბაზარი საკმაოდ საინტერესოა, რადგანაც ქვეყანაში უკვე სამშენებლო მასალების ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორად ჩამოყალიბდნენ.

 

ცნობისთვის, კომპანია Matanat ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი ფუად ბაშიროვია. 

კომპანია Matanat-ის ჯგუფი, რომელიც წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, უკვე საქართველოშია.

კომპანია „Matanat“-მა საქართველოში მშრალი სამშენებლო ნარევების მწარმოებელი ქარხანა ააშენა.

დღევანდელ გამოფენაზე კომპანია მატანატი წარმოგიდგენთ 2000-მდე პროდუქციის ასორტიმენტს ისეთი ბრენდებით, როგორიცაა Matanat, Shpak, Rokol, Izokrist. ძირითადი პროდუქციის ჯგუფები მოიცავს თაბაშირზე დაფუძნებულ პლასტმასებს, თაბაშირ მუყაოს, ფილების წებოს, საღებავების ნაწარმს, ჰიდროსაიზოლაციო მასალებს.

ვიწვევთ ყველა სამშენებლო კომპანიას და სამშენებლო მასალების მაღაზიას საქართველოში თანამშრომლობისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებგვერდიდან www.Matanat.com


 

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები