დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმის სტადიონმა მაიამიში, FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

ბათუმის სტადიონმა მაიამიში, FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა

2023-06-09 09:30:49

ბათუმის სტადიონმა, ქალაქ მაიამიში გამართულ FIABCI-ის მსოფლიო კონგრესზე, უძრავი ქონების ოსკარი მოიპოვა.

„ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან აღიარებას! წინ არაერთი გამარჯვება გველის!“- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე წერს. 

მანამდე, ბათუმის სტადიონმა უძრავი ქონების პროექტების პირველ ეროვნულ დაჯილდოებაზე - FIABCI-Georgia 2022 წელს საუკეთესო საჯარო შენობების კატეგორიაში გაიმარჯვა, შემდეგ კი სტადიონი მსოფლიო ჯილდოზე წარადგინეს. 

აშშ-ში, მაიამიში FIABCI-ის (უძრავი ქონების საერთაშორისო ფედერაცია) რიგით 73-ე მსოფლიო კონგრესი 5-9 ივნისს გაიმართა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები