დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში ახალაშენებულ ბინებიზე მოთხოვნა გაიზარდა

ბათუმში ახალაშენებულ ბინებიზე მოთხოვნა გაიზარდა

2023-04-15 17:01:21

2023 წლის მარტში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის მარტთან შედარებით 16%-ით, 1,399 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 32%-ით და 63 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

recov-ის მონაცემების მიხედვით, ბათუმში 2023 წლის მარტში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 12%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ბათუმში 2023 წლის მარტში, მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე, მნიშვნელოვნად, 101%-ითაა გაზრდილი.

მედიუმ სეგმენტში ტრანზაქციების რაოდენობის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ხოლო ეკონომ სექტორში მაჩვენებელი დაახლოებით იგივე დარჩა.

ბათუმში 2023 წლის მარტში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 909 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 702 აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები