დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა

2023-02-14 10:43:32

ბათუმში, შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონული ოფისი გაიხსნა.

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ფილიალი, მოქალაქეებს, შრომითი უფლებების დაცვის, ასევე საჭირო პროცედურების განხორციელების მიმართულებით გაუწევს კონსულტაციებს.

საოფისე ფართი, შრომის ინსპექციას აჭარის მთავრობამ გადასცა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, შრომის ინსპექციის გაძლიერება და მოქალაქეების შრომითი უფლებების დაცვა უწყების ერთ- ერთი პრიორიტეტია.

ზურაბ აზარაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შრომის ინსპექციის სამსახურის რეგიონულ ოფისში, 12 ინსპექტორია დასაქმებული, რომლებიც ადგილობრივებს როგორც შრომის უსაფრთხოების, ისე უფლებების დაცვის მიმართულებით გაუწევენ დახმარებას.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა კი, ყველა სახის დარღვევაზე, დროულ რეაგირებას და პრევენციის მიზნით, საჭირო ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებას უზრუნველყოფს.

შრომის ინსპექციის სამსახურის ბათუმის ოფისის გახსნას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე ესწრებოდნენ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები