დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ₾16 მილიონია გამოყოფილი - სოფლის მეურნეობის მინისტრი

ბაზრის დივერსიფიკაციისთვის ₾16 მილიონია გამოყოფილი - სოფლის მეურნეობის მინისტრი

2023-02-20 19:15:03

დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ  მიმდინარე წელს მსოფლიოს
სხვადასხვა სტრატეგიულ ბაზარზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ₾16 მილიონია გამოყოფილი. 

„აქტიურად ვიქნებით წარმოდგენილები ათეულობით გამოფენაზე როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ბაზრების
დივერსიფიცირებას.

სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება ბიზნესს, რომ ისინი წარმოდგენილი იყვნენ ევროპაში, აშშ-ში, ჩინეთში და ა.შ. აღსანიშნავია, რომ გვაქვს კონკრეტული შედეგები. მაგალითად, შარშან, დაახლოებით, 28%-ით, 23 მლნ ლიტრი მეტი ღვინო გავიტანეთ ექსპორტზე და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

წელს გავაუმჯობესებთ ამ შედეგს. ზრდის მაჩვენებელი მაღალია აშშ-შიც და 28%-ზე
მეტს შეადგენს.

ზრდის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი გვაქვს: პოლონეთში, გერმანიაში,
იაპონიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ყველა იმ ბაზარზე, სადაც მნიშვნელოვან
მარკეტინგულ კამპანიებს ვახორციელებთ, გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა.

ეს ყველაფერი არის იმ ღონისძიებების შედეგები, რომელსაც ბიზნესთან ერთად ვახორციელებთ და
ვეხმარებით მათ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულ ბაზრებზე იყვნენ წარმოდგენილები“, -
განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები