დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Binance საქართველოში ბლოკჩეინ-ჰაბს ხსნის

Binance საქართველოში ბლოკჩეინ-ჰაბს ხსნის

2023-03-27 18:40:49

საქართველოში  კრიპტობირჟა Binance-ს რეგიონული ბლოკჩეინ-ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს მსოფლიოში უდიდესმა კრიპტობირჟამ განცხადება გაავრცელა. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანია, ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა და რეგიონში კრიპტოვალუტის დანერგვის დაჩქარება. 

„ჩვენ მოხარულნი ვართ განვაცხადოთ საქართველოში Binance-ს ბლოკჩეინ-ჰაბის გახსნის შესახებ. ჩვენი მიზანია ბლოკჩეინ-სექტორში ნიჭიერი ადამიანების მოზიდვა და ამ სფეროს განვითარება და განათლების შეტანა“, - აცხადებენ კომპანიის პრეს-სამსახურში.  

2022 წლის ნოემბერში მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო საქართველოში იმყოფებოდა. 

2023 წლის თებერვალში, მსოფლიოს უმსხვილესმა კრიპტობირჟამ, Binance-მა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 

Binance-ისა და GITA-ს შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული თანამშრომლობა მოიცავს, როგორც საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივებს, რაშიც Binance Charity და Binance Academy ჩაერთვებიან, ასევე ადგილობრივი ღონისძიებებისა და ჰაკათონების ორგანიზებას, რომლებსაც BNB Chain-ი უზრუნველყოფს.

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის ინფორმაციით, ამ საკითხზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და Binance-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ჩანგპენგ ჟაო ჯერ 2022 წლის ნოემბერში შეთანხმდნენ, როცა მეწარმე საქართველოს საქმიანი ვიზიტით ესტუმრა.

მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟას - Binance-ს შვილობილი კომპანიები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, მათ შორის, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აქვს. ფორბსის მონაცემებით, ჩანგპენგ ჟაოს ქონება  2022 წელს 17,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები