დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნეს-ტურიზმის განვივთარებაში ტენდენცია დადებითია - Inn Group-ი

ბიზნეს-ტურიზმის განვივთარებაში ტენდენცია დადებითია - Inn Group-ი

2023-03-25 13:00:45

MICE-ტურიზმი (ბიზნეს-ტურიზმის ნიშა) საქართველოში განსავითარებელია და ბოლომდე არ არის დახვეწილი, ამბობს Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

როგორც Business Insider Georgia-თან ერეკლე კოკაიამ ანიშნა, იმედი აქვს, რომ ITB Berlin-ის შემდეგ MICE-ტურიზმის მხრივ საქართველოსადმი ინტერესი გაიზრდება. 

„მიწოდებისთვის საკმარისად დიდი პროდუქტები არ გაქვს, რომ MICE-ტურიზმით ბევრი ადამიანი და კომპანია დავაინტერესოთ უცხოეთში, თუმცა ამ მიმართულებით დადებით ტენდენციები შეინიშნება. მიმაჩნია, რომ მხრივ დადებით როლს ITB Berlin შეასრულებს. ვფიქრობ, რომ საქართველოთი უცხოელი კომპანიები უფრო დაინტერესდებიან და ზრდა იქნება. თუმცა ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ“, ამბობს კოკაია. 

MICE მიეკუთვნება სპეციალიზებული ბიზნეს-ტურიზმის ნიშას, რომელიც მოიცავს ჯგუფური ტურების სრულ დაგეგმვას, კონფერენციების, სემინარების, პრეზენტაციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებას.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის თებერვალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 191.8%-ით გაიზარდა და 307 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Galt & Taggart-ის ცნობით, ასევე ჯამურად, 2023 წლის პირველ 2 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 607 მლნ აშშ დოლარი შეადგინა- (+176.9% წ/წ).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველომ 2022 წელს საერთაშორისო ტურიზიდან შემოსავლის სახით $3 516 634 ათასი მიიღო. რაც 2021 წლის მაჩვენებელზე $2 271 692 ათასით მეტია. 

2022 წლის მაჩვენებლები ასევე მეტია პანდემიამდე დაფიქსირებულ შედეგზე. 2019 წელს კი  საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3 268 654 ათასი შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, მშპ-ში ტურიზმის წილმა 2021 წელს 6,4% შეადგინა. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები