დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება - სოსო ფხაკაძე

ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს და ვიმედოვნებთ, რომ წელი წარმატებული იქნება - სოსო ფხაკაძე

2023-02-16 15:02:09

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტმა მისიის წარმომადგენლებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის გასული წლის მე-IV კვარტლის კვლევის შედეგები გააცნო.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ბიზნეს კლიმატს და ბიზნეს გარემოს, უცხოური ინვესტიციებს და ბიზნესის საქმიანობის შემაფერხებელ ფაქტორებს. აღინიშნა რომ, როგორც კვლევის შედეგებიც ცხადყოფს,

დღევანდელ დღეს ბიზნესი მთავარ გამოწვევად სამუშაო ძალისა და  კვალიფიციური კადრების ნაკლებობას ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლების ინტერესიდან გამომდინარე განხილული იყო ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის მაჩვენებლები, ასევე მიგრაციის ზეგავლენა ეკონომიკაზე და კადრების დეფიციტი, პროფესიული განათლების მნიშვნელობა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აქტიური ჩართულობა ამ მიმართულებით. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, დეტალურად განიხილეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესები და მოხდა რიგი ეკონომიკური ინდიკატორებისა და არსებული ეკონომიკური ტენდენციების გაანალიზება.

„ყოველთვის მზად ვართ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური კომუნიკაციისთვის, რომელიც თავის მხრივ სხვადასხვა სტრუქტურების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზსა და პროგნოზირებას. მისიის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ხედვები, მოსაზრებები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბოლო შედეგები. BAG ინდექსი აძლევს ბიზნეს სექტორს, ხელისუფლებასა და დაინტერესებულ მხარეებს პროფესიულად დამუშავებულ ინფორმაციას, რაც მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების მიღებისა და ბიზნესში არსებული განწყობებისა და მოლოდინების შეფასების კუთხით.

ბიზნესს მოლოდინები პოზიტიური აქვს, იანვრის შედეგები ცხადყოფს, რომ მიმდინარე წელი კარგად დაიწყო  და ვიმედოვნებთ, რომ ეს წელი წარმატებული იქნება, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი პროგნოზით ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება წელს, ვიდრე დაგეგმილია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები