დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბოლო სამ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა, 48%-ით გაიზარდა - PMCG

ბოლო სამ წელიწადში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა, 48%-ით გაიზარდა - PMCG

2023-04-11 13:59:46

მომსახურების სააგენტოს პლატფორმაზე რეგისტრირებული ოჯახებისა და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა 2018 წლიდან 2019 წლამდე შემცირდა (რეგისტრირებული ოჯახები 318 ათასიდან 308 ათასამდე და შემწეობის მიმღები ოჯახები 128 ათასიდან 120 ათასამდე). , - ნათქვამია კვლევაში, რომელსაც PMCG აქვეყნებს. 

კვლევის თანახმად, 2019 წლიდან 2022 წლამდე რეგისტრირებული ოჯახების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 370 ათასი შეადგინა, ხოლო საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები - 47%-ით და 176 ათასი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ გაანალიზებულ პერიოდში რეგისტრირებულ ოჯახებს შორის საშუალოდ 44% იღებდა საარსებო შემწეობას. შესაბამისად, 2018 წლიდან 2022 წლამდე შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 439 ათასიდან 648 ათასამდე გაიზარდა (48%-ით),

ხოლო გაანალიზებულ პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი 12%-დან 18%-მდე გაიზარდა.

2020 წლიდან საარსებო შემწეობის მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა შეიძლება გამოწვეული იყოს ახალი ქულების კატეგორიის (100001-120000) დამატებით სააგენტოს რეიტინგში. გარდა ამისა, 2020 და 2021 წლებში ზრდა ასევე გამოწვეული იყო COVID-19 პანდემიით და მის მიერ გამოწვეული შედეგებით.

„სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 2021 წლის მონაცემებით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა საქართველოს მოსახლეობის 17.5%1“, - ნათქვამია PMCG-ის კველევაში.

საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ნაწილის მხარდასაჭერად სახელმწიფოებს დანერგილი აქვთ სხვადასხვა სოციალური დახმარების სერვისები, მათ შორის საარსებო შემწეობაც. საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია.

სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო ღარიბია ოჯახი2. სხვადასხვა კვლევები მიუთითებს3, რომ პროგრამა ბენეფიციარებს არ ეხმარება სიღარიბის დაძლევაში და პირიქით, ხელს უწყობს მათ შეინარჩუნონ დაბალი შემოსავალი შემწეობის მისაღებად. ამის საპასუხოდ, 2022 წლის მარტიდან საქართველოს მთავრობამ განახორციელა ფართომასშტაბიანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ქვეყნის სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირებს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი უნარჩუნდებათ4. ამ გამოცემაში მიმოვიხილავთ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის დინამიკას. ამასთან, განხილული იქნება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ტენდენციებიც.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

17 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები