დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
BP: ბაქო-სუფსის მილსადენით შესაძლოა, ნავთობის ტრანზიტი ისევ შეჩერდეს

BP: ბაქო-სუფსის მილსადენით შესაძლოა, ნავთობის ტრანზიტი ისევ შეჩერდეს

2023-03-14 17:22:58

„ბაქო-სუფსის მილსადენი (WREP) მუშა მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ექსპლუატაციის აღსადგენად აუცილებელია განაცხადების მიღება“,- აცხადებს BP-ი. 

„როდესაც 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით (BTC) ჯეიჰანის ტერმინალში ნავთობის მოწოდება შეჩერდა, ბაქო-სუფსის მილსადენი აზერბაიჯანული SOCAR-ისთვის ნავთობის მიწოდების მიზნით გაიხსნა. ნავთობით ორი ტანკერი დაიტვირთა. ამის შემდეგ არცერთი განაცხადი არ შემოსულა. თუ მარტის ბოლომდე არ მივიღებთ განაცხადებს მაისის ნავთობის მიწოდებაზე, ეს ნიშნავს, რომ ბაქო-სუფსა ნავთობს არც აპრილში და არც მაისში არ მიაწოდებს.

ბაქო-სუფსა მუშა მდგომარეობაშია. მაგრამ იმისათვის, რომ განაახლოს მისი მუშაობა, აუცილებელია განაცხადების მიღება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გადამზიდავებს შავ ზღვაში კუთვნილი ტანკერების გაგზავნა არ სურთ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ WREP ახორციელებს ნავთობის ტრანსპორტირებას აზერი-ჩირაგ-გუნეშლიდან (ACG) სუფსაში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე.

მილსადენის გავლით ექსპორტი 2022 წლის მაისიდან ნავთობის გადაზიდვებზე განაცხადების ნაკლებობის გამო შეჩერდა.

შეგახსენებთ, რომ მილსადენის სიგრძე 837 კილომეტრია. მისი გამტარუნარიანობა აღემატება შვიდ მილიონ ტონა ნავთობს წელიწადში (145000 ბარელი დღეში). მილსადენის ოპერატორი არის bp. ნავთობის ტრანსპორტირების საბოლოო პუნქტი საქართველოში შავი ზღვის  სუფსას პორტია, საიდანაც ნავთობი მომხმარებელს ტანკერებით მიეწოდება.  

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები