დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბრენდულ მაღაზიებში გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - Megasport-ი

ბრენდულ მაღაზიებში გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა - Megasport-ი

2023-03-10 21:20:10

საქართველოში მსოფლიო ბრენდების North Face-ის, Timberland-ისა და Disel-ის ოფიციალური წარმომადგენელი, კომპანია „მეგასპორტის“ დამფუძნებელი დავით ჩხეიძე Business Insider Georgia- თან აცხადებს, რომ გასული წელი კრიზისის დაძლევას მოანდომეს და ახლა განვითარების ახალ გზას ადგანან.

კერძოდ, როგორც დავით ჩხეიძე აღნიშნავს, 2022 წელს გაყიდვები პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა და 2023 წელთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები აქვთ.

„აღდგენის პროცესი ყველასთვის ინდივიდუალურია. გააჩნია იმასაც, ვინ რაში ხედავს პოტენციალს. პანდემიისას კვების სექტორს კრიზისი საერთოდ არ დასტყობია, პირიქით, მოთხოვნამ მკვეთრად მოიმატა, ახლა ჩვენ ვიწყებთ ზრდას. ვგეგმავთ, რომ სავარაუდოდ, 15-20 %-ის ფარგლებში გაიზრდება გაყიდვები, რითაც წლის ბოლოს ძალიან კარგ შედეგს დავდებთ.

საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რაც პარტნიორებისთვის და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. დეტალებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ. ახალი სტრატეგია გვაქვს და იმედია, გაამართლებს, სიტუაცია აშკარად გამოსწორებისკენაა", - ამბობს დავით ჩხეიძე Business Insider Georgia- თან.

კომპანია „მეგასპორტი“ ამ დროისთვის თბილისის მასშტაბით 11 მაღაზიას ფლობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები