დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„Ceramic Studio 1300“  კერამიკული ფილების წარმოებას იწყებს

„Ceramic Studio 1300“ კერამიკული ფილების წარმოებას იწყებს

2023-03-27 09:35:16

ქართული ბრენდი Ceramic Studio 1300 წარმოებას აფართოებს. კომპანიამ 2 წლის დაიწყო მუშაობა ახალ პროექტზე, რომელიც კერამიკული ფილების წარმოებას მოიცავს.

როგორც Ceramic Studio 1300 -ის თანადამფუძნებელი კერამიკოსი ტასო გომელაური Business Insider Georgia- თან ამბობს, ახალი პროდუქცია დაახლოებით 1 წელიწადში ჩაეშვება გაყიდვაში.

„ჩვენი საქმიანობის მთავარი ნიშაა, მომხმარებლამდე სწორად მივიდეს თიხის და კერამიკის შესაძლებლობა, რის პოტენციალიც დიდია. ფანტაზიას თუ გავაფართოებთ, ამ მასალებისგან ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეიძლება. ჩვენი ნამუშევრები იქმნება ხელით, წინასწარ გამზადებული და გააზრებული დიზაინით, რითაც ვცდილობთ, რომ თითოეულ ნივთს უნიკალურობა მივანიჭოთ.

ერთ-ერთი ჩვენი ახალი ხაზია კერამიკული მასალის შექმნა, რაზეც მუშაობა 2 წლის წინ დავიწყეთ. ძირითადი არის ტექნოლოგიური მხარე, რომ თიხამ მიიღოს სრულყოფილი სახე, 100%-ით გამართული იყოს სამუშაო და გვქონდეს ნედლეულის ნაირსახეობა. ახალი პროდუქცია, კერამიკული ფილები, 1 წელიწადში მზად გვექნება“, - ამბობს ტასო გომელაური.

1 კვადრატული ქართული კერამიკული ფილების საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 450 ლარია.

ცნობისთვის, Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტმა და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს, მას შემდეგ სახელოსნო ყოფით გამოყენებად ნივთებს, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერულ აქსესუარებს კერამიკის სხვადასხვა მასალისგან ამზადებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები