დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Ceramic Studio 1300 მილანის საერთაშორისო გამოფენა 1000 VASES -ში მონაწილეობს

Ceramic Studio 1300 მილანის საერთაშორისო გამოფენა 1000 VASES -ში მონაწილეობს

2023-04-18 20:00:26

მილანის დიზაინის კვირეულზე, გამოფენა 1000 VASES -ში ქართული ბრენდის Ceramic Studio 1300-ის ნამუშევარია წარდგენილი.

როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი, კერამიკოსი ტასო გომელაური Business Insider Georgia- თან ამბობს, მსგავს გამოფენებში მონაწილეობა ქართველი დიზაინერებისთვის ახალი კავშირების დამყარებისა და გლობალურ ბაზრებზე ცნობადობის გაზრდისთვის დიდი შესაძლებლობაა.

„გამოფენის ორგანიზატორებმა ქართული ლარნაკი Breeze თვითონ შეარჩიეს და შემოგვთავაზეს მონაწილეობა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით.

გლობალური გამოფენა1000 VASES წელიწადში 2-3-ჯერ ტარდება, საჩვენებელი შოუა, სადაც გამოფენილია სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ლარნაკები მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან. ცხადია, მსგავსი გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოეთის ბაზარზე გაგვიცნონ, მიგვიღონ და დამყარდეს ახალი კონტაქტები. ყველაფერი ეს ძალიან გვეხმარება, სამომავლოდ შევძლოთ საერთაშორისო გამოფენებზე აქტიურად ჩართვა და ქვეყნის გარეთ ქართული ნაწარმის პოპულარიზაცია", - ამბობს ტასო გომელაური.

ქართველი დიზაინერის ინფორმაციით, მილანურ გამოფენაზე 50 მხატვარი მთელი მსოფლიოდან არის მოწვეული, თემა არის - ლურჯი ფერის ინტერპრეტაცია.

უნიკალური ლარნაკები სპეციალურად ამ შემთხვევისთვის შეიქმნა.

ცნობისთვის, Ceramic Studio 1300 კერამიკოსებმა, ირინა ჯიბუტიმ და ტასო გომელაურმა, 2015 წელს დააარსეს, მას შემდეგ სახელოსნო ყოფით გამოყენებად ნივთებს, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინერულ აქსესუარებს კერამიკის სხვადასხვა მასალისგან ამზადებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები