დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
CFD აუქციონებზე 900 მეგავატის სიმძლავრის განაცხადები შევიდა

CFD აუქციონებზე 900 მეგავატის სიმძლავრის განაცხადები შევიდა

2023-04-05 14:16:14

განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონი, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის 10 თებერვალს გამოაცხადა, დასრულდა. 

აუქციონის კომისიის სხდომაზე დახურულ კონვერტებში წარმოდგენილი განაცხადები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო.

კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადებით, კერძო სექტორიდან საკმაოდ მაღალი აქტიურობა დაფიქსირდა, კომისია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს წარმოდგენილი წინადადებების შესწავლას და საბოლოო შედეგები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

აღნიშნული აუქციონი განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გამოცხადდა. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ,  ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

რომეო მიქაუტაძის ინფორმაციით, აუქციონში, რომელიც გამოცხადებული იყო 300 მგვტ. სიმძლავრეზე, შემოვიდა 78 განაცხადი, ჯამურად 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე. მისი შეფასებით, ასეთი მაღალი აქტიურობა  ბიზნესსექტორთან სწორი კომუნიკაციისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ უზრუნველყოფილი სამართლიანი და კონკურენტული გარემოს შედეგია.

მხარდაჭერის ახალი სქემა შეეხებათ მხოლოდ იმ ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც ვერ ვითარდებიან და ამისთვის დამატებითი სტიმული ესაჭიროებათ. სქემის მიხედვით, სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში იღებს ვალდებულებას, რომ აუქციონში გამარჯვებულ ფასად, გარანტირებულად შეისყიდოს ელექტროენერგია და ამით ხელი შეუწყოს ადგილობრივი გენერაციის განვითარებას.

10 თებერვალს გამოცხადებულ აუქციონში  კატეგორიებად იყო წარმოდგენილი როგორც ჰესები (მოდინებაზე),  ასევე მზისა და ქარის სადგურები და სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები