დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩემპიონატის დღეებში, ბაკურიანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც აძლიერებს სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს და ზრდის ცნობადობას

ჩემპიონატის დღეებში, ბაკურიანი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც აძლიერებს სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს და ზრდის ცნობადობას

2023-02-25 10:14:36

„საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ბაკურიანში ადგილზე პირადად გაეცნო იმ ინფრასტრუქტურას, რომლითაც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ჩემპიონატის ღირსეული მასპინძლობა უზრუნველყო. ჩვენი გუნდი მიმდინარე პროცესებს ძალიან წარმატებით უძღვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტ იოჰან ელიაშთან ბაკურიანში შეხვედრის შემდეგ. მაღალი რანგის სპორტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მსვლელობას დაესწრო.

საპატიო სტუმარს ჩემპიონატის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა მთის ტრასების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო, კონკრეტულად კი ბაკურიანი, ჩემპიონატის დღეებში საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშაა, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის, როგორც განვითარებული სამთო ტურისტული მიმართულების ბრენდს, მის პოზიციონირებას და ზრდის ცნობადობას. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება ახალ ეტაპზე გადაიყვანს სრულიად საქართველოს, მათ შორის, ბაკურიანს და ყველა სხვა სამთო სათხილამურო კურორტს საქართველოში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

11 საათის წინ

11 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები