დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს გახსნას გეგმავს

Chizzzy ხაჭაპურის საწარმოს გახსნას გეგმავს

2023-04-19 09:50:19

გაყინული ხაჭაპურის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია Chizzzy (ჩიზზზი) საქართველოში ხაჭაპურის პირველ საწარმოს გახსნის.

კომპანიის დამფუძნებელი გიორგი ბოჭორიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა დაწყებულია.

მანამდე კი „ჩიზზზის“ უახლოეს გეგმაშია ექსპორტი, მოლაპარაკებები  უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ქვეყანასთან და გაყინული აჭარული ხაჭაპური პირველად გავა ექსპორტზე.

„ჩვენმა საქმიანობამ გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღეში გამოიწვია საერთაშორისო დაინტერესება, რამდენიმე ქვეყნიდან დაგვიკავშირდნენ და ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს. სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ აჭარული ხაჭაპური ყველაზე პოპულარული ქართული პროდუქტია ინტერნეტ გამოკითხვებით, „ჩიზზზის" მიმართ მაღალი მოთხოვნა ამითაც არის განპირობებული.

ამ ეტაპზე რამდენიმე ქვეყანაში გაგზავნილო გვაქვს ნიმუშები და ექსპორტთან დაკავშირებულ დეტალებს ვარკვევთ.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ წელს გავიდეთ უცხოურ ბაზრებზე, რაც მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

პირველ ეტაპზე პროდუქცია ისრაელში, პოლონეთში, იაპონიაში, უკრაინასა და აშშ-ში გაიგზავნება. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ საწარმოს გახსნას, რომლის ანალოგიც საქართველოში არ არის", - ამბობს გიორგი ბოჭორიშვილი.

საწარმოში საწყის ეტაპზე სავარაუდოდ 80-100 ადამიანი დასაქმდება.

ამ ეტაპზე „ჩიზზზის" გაყინული აჭარული ხაჭაპური თბილისის მასშტაბით. ჰიპერმარკეტებში იყიდება.

ცნობისთვის, Chizzzy (ჩიზზზი) არის ქართული სტარტაპი, რომელიც მომხმარებელს 10 წუთში მოსამზადებელ ვაკუუმ შეფუთვაში ნახევრად შემცხვარ აჭარულ ხაჭაპურს გაყინული სახით სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ შეფუთვაში მოთავსებულია - ყველიც. ეს არის არტიზანული, უსაფუარო,  ნახევრად-გამომცხვარი ქრასთი & ყველი (იმერული/სულგუნი), რომელიც ნატურალური რძისგანაა დამზადებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები