დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენ უმოქმედობას არავინ გვაპატიებს, პირველ რიგში საკუთარი სინდისი - კახა ხაზარაძე

ჩვენ უმოქმედობას არავინ გვაპატიებს, პირველ რიგში საკუთარი სინდისი - კახა ხაზარაძე

2023-03-08 16:24:55

ICR Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ე.წ. აგენტების კანონს და პარლამენტთნ განვითარებულ მოვლენებს Facebook-ზე ეხმაურება. 

„ვუყურებ ამ სიჩუმეს რომელმაც ბიზნესში დაისადგურა,რაც მტანჯავს და სულიერ ტკივილს მაყენებს.

მინდა მივმართო ყველას ვინც დღეს სიჩუმეს და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს.

ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის თავისუფლება და ევროპული მომავალი რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს,ჩვენამდე მოიტანეს და ამისთვის სიცოცხლეც დათმეს.

ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი შვილებია და ვალია მათ მომავალზე ზრუნვა,რაც ნიშნავს ჩვენი ვალდებულებაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის რომ მათ შეძლონ ძლიერ, თავისუფალ, დამოუკიდებელ, დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ, რომელსაც საქართველო ჰქვია.

ჩვენ უმოქმედობას არავინ გვაპატიებს, პირველ რიგში საკუთარი სინდისი.

პატივისცემით საქართველოს მოქალაქე“, - წერს კახახაზარაძე. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები