დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი მოლოდინით საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება - ეკონომიკის მინისტრი

ჩვენი მოლოდინით საწვავი კიდევ 10 თეთრით გაიაფდება - ეკონომიკის მინისტრი

2023-02-20 15:51:23

საწვავთან დაკავშირებით ჩვენ უკვე დავინახეთ კლების ტენდენცია რაც ბაზარზე არსებობს. რეგულარის ფასი ბრენდირებულ ქსელებში უკვე 2,39 ლარია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცახდა. 

მისივე თქმით, ასევე კომპანიებს გააჩნიათ მარკეტინგული კალენდარი და 15 თეთრამდე კლება ეს არის კიდე დამატებით ფასდაკლება-შეღავათი.

„შესაბამისად პროპორციულად იკლებს პრემიუმისა და სხვა კატეგორიის საწვავის ფასი. ჩვენი მოლოდინით კიდევ 10 თეთრით გაიაფდება საწვავი მიმდინარე კვირის ბოლომდე და თვის ბოლომდე კიდევ არსებობს საწვავის მნიშვნელოვნად გაიაფების რესურსი. ისე რომ, ამ შემთხვევაში ჩვენ გვქონდა პროდუქტიული დიალოგი საწვავის დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან. ჩვენ გავაანალიზეთ მარჟები  და ფასები. ვფიქრობ რომ ოპტიმალური იქნება მარჟები ყველაზე მოთხოვნად საწვავზე ეს არის „რეგულარი“ და „ევრორეგულარი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

ამასთნ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ საწვავის ფასი 2 ლარამდე შემცირდება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

46 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები