დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სპეციალური სადგურების განთავსება დაიწყო

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სპეციალური სადგურების განთავსება დაიწყო

2023-05-18 10:01:15

 

 

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა. მონიტორინგის სისტემები მთელი საქართველოს მასშტაბით განთავსდა. დასავლეთ საქართველოში კი, იმ ტერიტორიებზე, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მონტაჟდება სპეციალური სადგურები.

ინფორმაციას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

ამ დროისათვის სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში უკვე განთავსებულია 5685 სადგური.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემდეგ ეტაპზე, მზიანი ამინდების პარალელურად, დაიწყება წამლობები. ჩატარდება წერტილოვანი წამლობა უკვე განთავსებულ სპეციალურ სადგურებზე, თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით შეიწამლება სოფლისა და ტყის პერიმეტრები, სიმინდის მასივები, ჯაგნარები.

უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე, ასევე ფუტკრის დაცვის მიზნით, ტერიტორიები თერმული ნისლით ღამის საათებში, რეკომენდაციების სრული დაცვით დამუშავდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, მოსავლის დაცვის მიზნით, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები თხილის ბაღებსა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებში. 

საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების პროცესში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებულები; რეგულარულად იმართება საინფორმაციო შეხვედრები ფერმერებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები