დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დეკემბერში წლიურად 9.8%-იანი ინფლაცია, ხოლო თვიურ ჭრილში 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა

დეკემბერში წლიურად 9.8%-იანი ინფლაცია, ხოლო თვიურ ჭრილში 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა

2023-01-06 12:48:07

2022 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.8 პროცენტით განისაზღვრა.

 

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა 2.7 პროცენტით, რაც -0.31 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: სატრანსპორტო მომსახურება (-2.9 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია (-2.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენა (-1.5 პროცენტი);

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (3.0 პროცენტი), თევზეული (2.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-2.0 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-1.1 პროცენტი);

 

საცხოვრებელი, წყალი, ელენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.8 პროცენტიანი მატება, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (2.1 პროცენტი);

 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები ძირითადად მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (2.2 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (27.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (22.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (21.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (18.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (17.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), თევზეული (13.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (6.8 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.4 პროცენტი);

 

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8 პროცენტიანი მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (37.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1 პროცენტი);

 

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (11.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2 პროცენტი);

 

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

 

წყარო: bpn.ge

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები