დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს პარლამენტში ორ მინისტრს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში ორ მინისტრს მოუსმენენ

2023-05-19 09:43:37

დღეს პარლამენტი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს  ინტერპელაციის წესით მოუსმენს. 

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, მას პარლამენტი ინტერპელაციის წესით, სექტემბრის ბოლოს მოუსმენს.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  ვერ შეძლებს ინტერპელაციაზე მოსვლას,  გუშინ მივიღეთ მისი ინფორმაცია.  

შესაბამისად, დაგეგმილი 3 ინტერპელაციის ნაცვლად, გვექნება ორი - განათლებისა და მეცნიერების  და  შინაგან საქმეთა მინისტრების.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა გადაიწევს სექტემბრის ბოლო სასესიო კვირის პარასკევს", - 18 მაისს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები