დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს, პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

დღეს, პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან აქცია გაიმართება

2023-03-10 09:00:48

დღეს 11 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ორგანიზატორებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ პარლამენტში 12 საათზე პლენარული სხდომა დაიგეგმა. 

პარლამენტში 10 მარტს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რის შემდეგაც პლენარული სხდომა გაიმართება.

ბიუროს სხდომა 11:45 საათზეა ჩანიშნული, ხოლო 12:00 საათზე პლენარული სხდომა ჩატარდება.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო სხდომის დაუყოვნებლივ მოწვევა, რათა კანონმდებლებმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი გააუქმონ. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.

კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქციები გაიმართა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები