დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს თბილისი სომხურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

დღეს თბილისი სომხურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს

2023-04-07 10:15:00

დღეს თბილისი სომხურ-ქართულ ბიზნეს ფორუმს უმასპინძლებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი ეწვევა.

სანოსიანი ქართველ კოლეგებთან ერთად ერევანსა და თბილისს შორის ორმხრივი დღის წესრიგის საკითხებს განიხილავს.

როგორც Business Insider Georgia-ს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განუცხადეს, სომხური მხარე ბიზნეს ფორუმზე დაახლოებით 115 კომპანიით, საქართველო კი 200 კომპანიით იქნება წარმოდგენილი, თუმცა აღნიშნული მონაცემები შესაძლოა შეიცვალოს და კომპანიების რაოდენობა დაემატოს.

რაც შეეხება სფეროებს, პალატაში განმარტავენ, რომ ფორუმში მონაწილეობის მსურველი კომპანიები ყველა სექტორს ფარავენ, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც ტურიზმის, ჰორეკა, სამშენებლო და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებია. 

ბიზნეს ფორუმი სასტუმრო „შერატონ პალასში“ გაიმართება

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვლის მონაცემებით საქართველოდან სომხეთში ექსპორტი 192%-იან ზრდას აჩვენებს. ორ თვეში საქართველომ სომხეთში 133,081.48 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 45,620.2 ათასი დოლარის.

ირკვევა, რომ საქართველოდან სომხეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია მსუბუქი ავტომობილებია. 

  • მსუბუქი ავტომობილები - 50,161.29 ათასი დოლარი,
  • ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 19,450.01  ათასი დოლარი,
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 3,525.38  ათასი დოლარი,
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 3,390.02  ათასი დოლარი,
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 3,361.34  ათასი დოლარი.
  • რაც შეეხება იმპორტს, 2 თვის მონაცემებით 17%-იანი ზრდაა. 2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ სომხეთიდან 70,095.75 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 60,015.27 დოლარის.

საქსტატის ინფორმაციით, სომხეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქცია მადნები და სპილენძის კონცენტრატებია.

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 52,630.76 ათასი დოლარი,
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 5,448.18 ათასი დოლარი,
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 2,974.67 ათასი დოლარი,
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 2,500.58 ათასი დოლარი,
  • ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 649.67 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები