დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დინამიკების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია Atoms Audio, სამომხმარებლო აუდიო ტექნიკას წარმოადგენს

დინამიკების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია Atoms Audio, სამომხმარებლო აუდიო ტექნიკას წარმოადგენს

2023-04-03 18:40:54

Atoms Audio  ასორტიმენტს აფართოებს. პირველი ქართული დინამიკების მწარმოებელი კომპანია შემოდგომიდან სამომხმარებლო აუდიო ტექნიკას წარადგენს.

ჯერჯერობით Atoms Audio პროდუქციის რეალიზებას ახდენს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სასტუმროები, კაფე-რესტორნები და  საკონფერენციო დარბაზები - ისეთი სივრცეები, სადაც ფონური გახმოვანებაა საჭირო.

Atoms Audio-ს თანადამფუძნებელი დავით პიპილაშვილის ინფორმაციით,  თვეში 500 ცალი დინამიკის წარმოების შესაძლებლობა გაჩნდა და იმედოვნებენ,  რომ უახლოეს მომავალში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად  გაიზრდება.

„2023 წლიდან ვართ ბაზარზე, ვქმნით პროდუქციას, რომელიც  საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე და რაც მთავარია, უკვე ქართულია.  ჯერჯერობით  გაყიდვებში უშუალოდ ვართ ჩართული, თუმცა 2 დილერი ავიყვანეთ და ნელ-ნელა ამ მიმართულებით მუშაობას გავააქტიურებთ. 2020 წელს დავიწყეთ სტარტაპი და წელს გამოვუშვით პირველი პროდუქცია, ტექნიკური ბაზა არ იყო და ჩვენ თვითონ მოგვიწია ყველაფრის შექმნამ,  ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ გაამართლა.

ამ ეტაპზე ყველა საჭირო ხელსაწყო და დანადგარი წესრიგშია, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ გამოწვევები არ გვაქვს. ამასთან, გვინდა ახალი მოდელები  წარვადგინოთ,  ეს იქნება სამომხმარებლო აუდიო ტექნიკა, - დინამიკები, Wi-Fi სისტემები და სხვა. შემოდგომიდან უკვე პრეზენტაციას გავმართავთ და ახალ პროდუქციას ჩავუშვებთ გაყიდვაში“, - ამბობს დავით პიპილაშვილი Business Insider Georgia-თან.

როგორც Atoms Audio -ს თანადამფუძნებელი ამბობს, ცდილობენ, რომ სამომხმარებლო აუდიო ტექნიკის ფასი ქართველი მომხმარებლისთვის კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომი იყოს.

ამ ეტაპზე Atoms Audio 6 სხვადასხვა დასახელების აუდიო ტექნიკას აწარმოებს. კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობაც უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება. Atoms Audio -ს წარმოებული დინამიკების ფასი 80-240 ლარის ფარგლებშია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები