დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიუსელდორფში, „ჩელთის“ ქვევრის საფერავმა ოქროს მედალი მოიპოვა

დიუსელდორფში, „ჩელთის“ ქვევრის საფერავმა ოქროს მედალი მოიპოვა

2023-03-29 13:16:38

ღვინის საერთაშორისო კონკურსში “Mundus Vini” - ჩვენმა 2019 წლის ქვევრის საფერავმა ოქროს მედალი მოიპოვა, - ამის შესახებ კომპანია „ჩელთის“ ინფორმაციაშია ნათქვამი.  

„გერმანიაში ქალაქ დიუსელდორფში, 20-25 მარტს გამოფენა „ProWein-2023“ გაიმართა. გვიხარია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ქართული ღვინისათვის ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ესაა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოფენა, სადაც ღვინის ექსპერტებსა და ენთუზიასტებს, როგორც გერმანიის ასევე მსოფილიოს ყველა კუთხიდან, ჰქონდათ საშუალება დაეგემოვნებინათ ჩელთის ღვინოები“, - აცხადებენ კომპანიაში. 

„ჩელთის“ ბრენდის ქვეშ 20-მდე დასახელების ღვინო და ორი დასახელების ჭაჭა 28 ქვეყანაში იყიდება.  ევროკავშირის ყველა ქვეყანაში გაგვაქვს გარკვეული მოცულობები. „ჩელთის“ ღვინო იყიდება გერმანიაში, ესპანეთში, იტალიასა და ბელგიაში, ჰოლანდიაში, ლიეტუვაში, ესტონეთში. ვიღებთ შეკვეთებს ევროკავშირის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი.

ამასთან, ანა მირიანაშვილის თქმით, „ჩელთის“ სტრატეგიაა ბაზრების დივერსიფიკაცია.

„ჩვენი კომპანია არ არის რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ევროპის, აზიისა და ამერიკის ბაზარზე. ამ ქვეყნებში გვაქვს გაყიდვების მნიშვნელოვანი სტატისტიკა“.

შეგახსენებთ, რომ THE WASHINGTON POST-მა „ჩელთის“ ღვინო მსოფლიოს იმ ხუთ ღვინოს შორის დაასახელა, რომელიც ყველამ უნდა გასინჯოს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები