დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის დარგები, სადაც ინვესტორებმა ყველაზე მეტი კაპიტალი ჩადეს

ეკონომიკის დარგები, სადაც ინვესტორებმა ყველაზე მეტი კაპიტალი ჩადეს

2023-03-10 21:03:07

საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა.

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.3 პროცენტია.

მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 406.9 მლნ. აშშ დოლარით (20.3 პროცენტი),

ხოლო მესამეზე - წყალმომარაგების და ნარჩენების მართვის სექტორი 197.0 მლნ. აშშ დოლარით (9.9 პროცენტი).

ძირითადი ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2022 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროცენტული განაწილება:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები: 26.3%
  • უძრავი ქონება - 20.03%;
  • წყალმომარაგება და ნარჩენების მართვა - 9,9%;
  • ხელოვნება, გართობა და დასვენება - 8,7%;
  • ენერგეტიკა - 7,5%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია -7,1%;
  • დამამუშავებელი მრეწველობა - 6,5%;
  • მშენებლობა - 4,6%;
  • ტრანსპორტი - 4,1%;
  • დანარჩენი სექტორები - 5,2%; 

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები