დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის სამი დარგი, სადაც კადრების დეფიციტი ღრმავდება - „სპექტრის“ ხელმძღვანელი

ეკონომიკის სამი დარგი, სადაც კადრების დეფიციტი ღრმავდება - „სპექტრის“ ხელმძღვანელი

2023-04-02 18:00:13

კოლეჯ „სპექტრის“ ხელმძღვანელი მათე ტაკიძე Business Insider Georgia - თან ამბობს, ყველაზე მეტად კადრებს სამშენებლო სექტორი ეძებს, შემდეგ მოდის ტურიზმის სფერო და IT ტექნოლოგიები.

„შრომის ბაზარზე ყველა მიმართულებით კადრების დეფიციტია. მოთხოვნა--მიწოდებაში დიდი დისბალანსია, მეტი სჭირდება ბიზნესს, ვიდრე ჩვენ ვაწვდით. დეფიციტი ყველგანაა, ამიტომ გავაკეთეთ მოკლევადიანი გადამზადება სხვადასხვა ტიპის პროფესიებზე. 3-თვიანი პროგრამებია, რაზეც მუდმივად არის დიდი ინტერესი.

გვაქვს ასევე გრძელვადიანი კურსები. ყველა სპეციალობაზე აქტიური მოთხოვნაა ბოლო წლების განმავლობაში. ყველაზე მეტად სამშენებლო ინჟინერიაში. ასევე ტურიზმის სფეროში, IT ტექნოლოგიებსა და მედდაზე. ბოლო პერიოდში ბიზნესის ჩართულობა ძალიან მაღალია.

წლების წინ ბიზნესთან ურთიერთობაში თუ ბევრი მუშაობა გვჭირდებოდა იმისთვის, რომ პროფესიული განათლებისკენ წამოგვეყვანა, დღეს სხვანაირად ხდება. ბიზნესი პროფესიული განათლების დამკვეთ-დამფინანსებელი თავად გახდა", - ამბობს მათე ტაკიძე.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მარტო მოკლევადიან კურსებზე პროფესიულ გადამზადებას 370 ადამიანი გადის. გრძელვადიანზე - 800 -ზე მეტი და ეს მაჩვენებლები ყოველ კვარტალში იცვლება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები