დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით აქტიურ კომპანიებში ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი ლიდერობს

ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით აქტიურ კომპანიებში ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი ლიდერობს

2023-04-04 18:10:02

ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით აქტიური კომპანიების სტატისტიკაში საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი ლიდერობს.

როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით ირკვევა, 1-ალი აპრილის მდგომარეობით ამ მიმართულებით აქტიური 82 544 კომპანია იყო, რაც მთლიანად აქტიური კომპანიების 34.5%-ია. 

17 023  აქტიური კომპანია მოდის დამამუშავებელი მრეწველობაზე, რაც მთლიანი აქტიური კომპანიების 7.1%-ს შეადგენს.

ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებით დღეისათვის აქტიურად მიიჩნევა 16 128 კომპანია, რაც მთლიანი აქტიური კომპანიების მაჩვენებლის 6.7%-ია. 

აქტიური კომპანიების 3.7% მოდის განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებზე. ამ სეგმენტში აქტიურია 8 856 კომპანია.

აქტიური კომპანიების ბაზრის 3.5%-ის მფლობელია პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - აქტიურია 8405 კომპანია.

რეალურად, 1-ელი აპრილის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიიჩნევა 239 087 კომპანია, აქედან 51 966 კომპანიის ანუ სრული მოცულობის 21.7%-ის საქმიანობა საქსტატისთვის უცნობია.

საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკური ერთეული აქტიურია, თუ იგი აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

1) ბრუნვა 0 (დღგ-ს, ყოველთვიური საშემოსავლო და სხვა დეკლარაციები);

2) ხელფასი ან დასაქმებულთა რაოდენობა>0 (ყოველთვიური საშემოსავლო და სხვა დეკლარაციები);

3) აქვს მოგება ან ზარალი (მოგების დეკლარაცია);

4) გადაიხადა ნებისმიერი სახის გადასახადი, გარდა მხოლოდ ქონების გადასახადისა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

41 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები