დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის ვადა 15 მარტამდე განისაზღვრა

ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის ვადა 15 მარტამდე განისაზღვრა

2023-02-26 18:06:43

მიმდინარეობს ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი. კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი,  გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ).

უახლესი

10 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები