დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამაზე 10 წარმატებულ სტუდენტს დავაფინანსებთ - KIU -ს კანცლერი

„ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამაზე 10 წარმატებულ სტუდენტს დავაფინანსებთ - KIU -ს კანცლერი

2023-05-11 18:47:17

 

 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 2023-2024 აკადემიური წლისთვის ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს, რაც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის უნიკალური და საინტერესო შესაძლებლობაა.

კერძოდ, როგორც KIU -ს კანცლერი მაგდა მაღრაძე Business Insider Georgia - თან ამბობს, პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, უახლესი ფინანსური და ციფრული ტექნოლოგიები აითვისონ, დაამუშაონ დიდი რაოდენობის მონაცემები და მოახდინონ ტექნოლოგიისა და მეწარმეობის ინტეგრირება.

„წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ახალი ინგლისურენოვანი, საერთაშორისო სტანდარტის პროგრამა „ფინანსები და ინფორმაციის მენეჯმენტი“. პროგრამა შექმნილია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში (TUM) და ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნების წამყვანი პროფესორ-მასწავლებლები არიან მასში ჩართულნი. პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი გერმანელი პროფესორი რუდი ზაგსტი, რომელიც მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მათემატიკური ფინანსების კათედრის ხელმძღვანელი და ამავე სამაგისტრო პროგრამის დამფუძნებელია.

ამ პროგრამით შეიძლება ფინანსებისა და ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული სპეციალისტები, ასევე ის ახალგაზრდები დაინტერესდნენ, რომლებსაც ბაკალავრიატის ხარისხი აქვთ დაცული მენეჯმენტში, ფინანსებსა და ტექნოლოგიებში. მისაღები სტუდენტების რაოდენობა წელს საკმაოდ შეზღუდულია, სულ 15 ადგილი გამოცხადდა. საუკეთესო მოსწრების სტუდენტებს, ვისაც ჩვენთან სწავლის სურვილი ექნება და შესაძლოა სწავლის საფასური ვერ დაფაროს, უნივერსიტეტი სტიპენდიით დააფინანსებს “, - აცხადებს KIU -ს კანცლერი.

როგორც მაგდა მაღრაძე აღნიშნავს „ფინანსებისა და ინფორმაციის მენეჯმენტის“ პროგრამაზე მიუნხენშიც მცირე რაოდენობის სტუდენტები სწავლობენ. FIM პროგრამაზე სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის 12,250 ლარს შეადგენს და საგულისხმოა, რომ პროგრამაში ჩარიცხულ, წარჩინებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა უნივერსიტეტის სტიპენდიით ისარგებლონ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები