დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გადაიხადე გადასახადები საკომისიოს გარეშე | Pay.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი აქცია დაიწყო

გადაიხადე გადასახადები საკომისიოს გარეშე | Pay.ge-ს და Mastercard-ის ერთობლივი აქცია დაიწყო

2023-03-01 12:08:48

დღეიდან, ლიბერთის ციფრული გადახდების პლატფორმაზე www.pay.ge , ნებისმიერი ბანკის Mastercard ბარათით გადახდისას სასურველი გადასახადის დაფარვა საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი


Pay.ge ლიბერთის ციფრული გადახდების არხია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევსკომუნალური, სახელმწიფო სერვისების და სხვა სახის გადასახადები მარტივად და სწრაფად გადაიხადოს:

 

ჩვენს მომხმარებელს ლიბერთის ციფრულ არხებში მუდმივად ვთავაზობთ მათზე მორგებულსაბანკო სერვისებს და სპეციალურ შეთავაზებებს. განახლებული Pay.ge ნებისმიერი ბანკისმომხმარებელს აძლევს ნებისმიერი გადასახადის მომენტალურად და მარტივად გადახდისსაშუალებას. 1 მარტიდან კი Mastercard-ის მხარდაჭერით, ნებისმიერი ბანკის Mastercard ტიპის ბარათითაქციის ფარგლებში მომხმარებლები ნებისმიერი კომუნალურის ან სხვა გადასახადების გადახდასუფასოდ, საკომისიოს გარეშე შეძლებენ - დავით მესხიძე, ლიბერთის დისტანციური არხების ბიზნესისგანვითარების ხელმძღვანელი.


ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნისმასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსადა მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები დადისტანციური მომსახურება.

უახლესი

42 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები