დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
განახლებად ენერგეტიკას მთავრობა ახალი სქემით უჭერს მხარს

განახლებად ენერგეტიკას მთავრობა ახალი სქემით უჭერს მხარს

2023-02-09 12:42:36

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო ინვესტორებთან შეხვედრაში, რომლის დროსაც განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული აუქციონების ჩატარების პროცედურები განიხილეს. 

შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) მიიღო.

შეხვედრას ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე კომპანიებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 

თავის გამოსვლაში ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში.

მისი განცხადებით, საქართველოსთვის, რომლის ეკონომიკაც სტაბილურად ვითარდება, მისი ენერგეტიკული შესაძლებლობების მდგრადი ზრდა უმნიშვნელოვანესია.

რომეო მიქაუტაძის განცხადებით, ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის რესურსების დიდი პოტენციალი, რომლის ათვისებაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია.

მან ასევე გაამახვილა ყურადღება ხელისუფლების ამბიციურ გეგმებზე, რომლებიც მიმართულია მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განვითარებისკენ.

მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი ენერგორესურსების ათვისება, ისე შავი ზღვის ენერგოკაბელის მშენებლობა, რომელიც საქართველოს და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს ევროკავშირთან დააკავშირებს.

რომეო მიქაუტაძის თქმით, ყოველივე ეს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს გაზრდის.

მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID-ს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ეს ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობების განვითარებისადმი იჩენს.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდა USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი ჯონ პენელი.

ოფიციალური მოხსენებების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს პრეზენტაცია განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების შესახებ.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები