დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
George Grey Winery ცისფერი ღვინის წარმოებას ზრდის - „კესანე“ 7 ქვეყანაში იყიდება

George Grey Winery ცისფერი ღვინის წარმოებას ზრდის - „კესანე“ 7 ქვეყანაში იყიდება

2023-03-24 18:30:49

ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია George Grey Winery მიმდინარე წლის ღვინის სეზონისთვის 10 ათასი ბოთლი ცისფერი ღვინის -  „კესანეს“  ჩამოსხმას გეგმავს, რომელსაც წარმატებით ყიდის როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე უცხოეთში.

როგორც Business Insider Georgia-ს  George Grey Winery-ს დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ განაცხადა, ცისფერი ღვინო, რომლის წარმოებაც კომპანიამ დაახლოებით 4 წლის წინ დაიწო, აქტიურად გადის ექსპორტზე ჰონკონგში, იაპონიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, აშშ-სა და უზბეკეთში.

George Grey Winery დღეისთვის 10 სახეობის ღვინოს და კიდევ რამდენიმე სახეობის ლიქიორს აწარმოებს.

კომპანიის ჯამური წარმოება წელიწადში დაახლოებით 50 ათასი ბოთლია, საიდანაც 20 ათასს ბოთლს ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. 

რაც შეეხება „კესანეს“ წარმოებას, არსებული მოთხოვნის შესაბამისად, George Grey Winery წელიწადში დაახლოებით 30%-ით ზრდის.

„იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში გავდივართ ექსპორტზე და მით უმეტეს პრემიუმ სეგმენტში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროდუქცია უცხოურ ბაზარზე უფრო გადის, თუმცა მოთხოვნა როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზრებზე მზარდია“, ამბობს რუხაძე.

უცხოურ ბაზარზე ცისფერ ღვინოს კონკურენტი ჰყავს.

„ჯერ კიდევ 2016 წელს შეიქმნა პირველი ცისფერი ღვინის პრეცედენტი და ის ესპანელებმა შექმნეს და იდეაც ესპანეთიდან მოდის. რაც შეეხება საქართველოში კონკურენტი არ გვაქვს, მხოლოდ ჩვენი კომპანია აწარმოებს ამ ღვინოს. თუმცა კლასიფიკაციით და ხარისხით ჩვენი ცისფერი ღვინო სრულიად განსხვავდება. ჩვენი ბევრად ხარისხიანია, პრემიუმ ხარისხისაა“, - აცხადებს George Grey Winery-ს დამფუძნებელი. 

ცისფერი ღვინის გარდა კომპანია აწარმოებს ასევე მწვანე ღვინოსაც.

„მწვანე ღვინის იწარმოება ჩვენივე ქვევრის ქისისგან. ზოგადად ცისფერი ღვინის დასამზადებლად გამოიყენება ყურძნის კანში არსებული ცისფერი პიგმენტი, ცისფერი ღვინის შემთხვევაში ის ემატება რქაწითელს, ხოლო მწვანე ღვინის შემთხვევაში ქვევრის ქისს“ - აცხადებს გიორგი რუხაძე.

რაც შეეხება კომპანიაში დაგეგმილ სიახლეებს, დაახლოებით ორ თვეში George Grey Winery ბაზარზე გამოიტანს ახალი სახეობის ღვინოსა და ლიქიორს. 

George Grey Winery-ს პორტფელშია ასევე ლიმიტირებული წარმოების ღვინოები, რომლის ბოთლიც ხელითა მოხატული და ინდივიდუალურ ნამუშევარს წარმოადგენს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, George Grey Winery-ს

ლიმიტირებული ღვინოები ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტისთვისაც კი შეუკვეთეს. 

George Grey Winery-ს მეღვინეობის ისტორია რამდენიმე ათეული წლის წინ, ისტორიულ სოფელ წილკანში დაიწყო. ამ რეგიონში ღვინის წარმოება დაახლოებით 1400 წელს ითვლის. წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებული ისტორიული ტრადიციებით და გამოცდილებით შეიქმნა ღვინის დაყენების ახალი კონცეფცია, რომელიც ღვინის მოყვარულებს პრემიუმ ხარისხის ქართულ ტრადიციულ ღვინოებს სთავაზობს. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები