დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ღვინის ბირჟა“ საფერავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოების დეგუსტაციას  გამართავს

„ღვინის ბირჟა“ საფერავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოების დეგუსტაციას გამართავს

2023-04-08 13:30:23

ღვინის მწარმოებლებისა და მოყვარულთათვის საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცე Wine Exchange/ღვინის ბირჟა დღეს,16.00 საათზე, საფერავის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოების დეგუსტაცია გამართავს.

როგორც ,,ღვინის ბირჟის" დირექტორი ლიზა გრიგალაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მსგავსი ღონისძიებების მოწყობა მიზნად ისახავს ღვინის სმის კულტურის დანერგვასა და განვითარებას ქვეყანაში.

„დეგუსტაციების საშუალებით ვცდილობთ, რომ ღვინის მოყვარულებს და მეღვინეებს სხვადასხვა დასახელების ღვინო გავასინჯოთ და გავაცნოთ. ერთი ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა დასახელების ღვინოს გასინჯვა. ეს ხდება ინფორმაციის გაზიარებით, რაც ჩინებულად გამოსდის ჩვენს სომელიეს - ზაზა გრიგალაშვილს, რომელიც დეტალურად საუბრობ კონკრეტულ ჯიშებზე, ადგილწარმოშობის ღვინოებზე და ისე მიაქვს მომხმარებლამდე, რომ გარკვეულ ცოდნას იღებენ და ამ კულტურის ნაწილი ხდებიან. ყველაფერი ეს ემსახურება, რომ ღვინის სმის კულტურა დამკვიდრდეს ქვეყანაში. აზრის გაზიარება, ისტორიის მოსმენა და სხვა, ამ ყველაფერს ერთ დიდი სანახაობად აქცევს, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს“, - ამბობს ლიზა გრიგალაშვილი.

„ღვინის ბირჟის“ ინფორმაციით, საფერავის საერთაშორისო კონკურსი საქართველოში 2022 წელს ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი ასოციაცია ,,ქართული ღვინო" იყო. 80-მდე ღვინის კომპანიის 200 ნიმუში იყო წარდგენილი, რომელიც ორი დღის განმავლობაში საერთაშორისო რანგის ჟიურის მიერ გაისინჯა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს შორის 25 - მდე საფერავის ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის ნიმუში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან იყო წარდგენილი.

უკვე დღეს, ყველა დაინტერესებულ პირს საშუალება აქვს, გახდეთ ამ საერთაშორისო კონკურსის თანამონაწილე და გამარჯვებული ნიმუშები ფარული დეგუსტაციით შეაფასოთ.

„ღვინის ბირჟაზე" დეგუსტაცია-სემინარები აქტიურად იმართება. პროფესიონალები და მოყვარულები ღვინოს ერთად აგემოვნებენ, სინჯავენ, აფასებენ, სწავლობენ და გვიზიარებენ.

„ღვინის ბირჟის" სახელწოდებით ცნობილი მაღაზია და საგამოფენო სივრცე თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები