დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
გიორგი ბაქრაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატია

გიორგი ბაქრაძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატია

2023-04-10 17:10:07

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, გასაუბრებაზე მივიდა. 

გიორგი ბაქრაძის კომენტარი ტვ1-მა გაავრცელა, სადაც ის ადასტურებს, რომ  სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატია და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გასაუბრებაზე მივდა. 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შემოვიდა.

 განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მიმდინარე კვირაში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციას შერჩეული კანდიდატების სია არ გაუსაჯაროვებია. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები